თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება 2025 წლის 1 ივლისს გამართავს პროფ. ლილი გოქსაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენცია გაიხსნება 12.00 სთ.-ზე, თსუ მე-5 კორპუსის 313-ე აუდიტორიაში.